რეზონანსი
07.05.2019

 (რეზონანსი) საუდელი დები, მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები, რომელთაც თავშესაფარი მიენიჭათ, საქართველოს ტოვებენ.„მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ჩვენ ვტოვებთ საქართველოს. ვგეგმავთ, ცხოვრება ახალ ქვეყანაში დავიწყოთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ჩვენ დაგვეხმარა. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ჩვენს პეტიციას ხელი მოაწერა",-წერენ დები Twitter- ზე. მანამდე, დებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მუქარისშემცველი გზავნილი მიიღეს.თბილისში გამოქცეულები ამბობდნენ, რომ მათ თავის მოჭრით ემუქრებოდნენ.დები საუდის არაბეთიდან, მაჰა ალ სუბაე (28 წლის) და ვაფა ალ სუბაე (25 წლის), საუდის არაბეთიდან საქართველოში 17 აპრილს ჩამოვიდნენ და თავშესაფარს ითხოვდნენ.ისინი მშობლიური ქვეყნიდან ულტრა-კონსერვატიულ წესებსა და გენდერულ დისკრიმინაციას გამოექცნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×