რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა ანგარიში ნაციზმის ჰეროიზაციის ნეონაციზმის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელშიც, სხვა საქართველოს ხელისუფლებას ამ კუთხით სხვადასხვა პრალდებებს უყენებს. მათი შეფასებით, ნაციზმის ჰეროიზაცია საქართველოში სამთავრობო დონეზე არ ხდება, თუმცა, არაოფიციალურად ასეთი ფაქტები ხშირად ფიქსირდება.
ამ ანგარიშის თანახმად, თბილისსა და ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მეორე მსოფლიო ომში მებრძოლების საძმო სასაფლაოები კომერციული მიზნებით გადაკეთდა ახალ სასაფლაოებად.
„ამავდროულად, ქართული მედიაში დადებითად შუქდება გერმანიის ვერმახტის მხარეს 1941-45 წლებში მებრძოლი „ქართული ლეგიონის" საქმიანობა და მისი მონაწილეობა 1942-43 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ბრძოლებში. საქართველოს ხელისუფლება გულგრილად ეკიდება 1941-45 წლების მემორიალების უმრავლესობას. თბილისსა და ბათუმში დაფიქსირდა დაფიქსირდა დიდი სამამულო ომის დროინდელი ძამთა სასაფლაოების უკანონო „ათვისება" შემდგომში მათ ადგილას კომერციული სასაფლაოების მოწყობის მიზნით", - ნათქვამია რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში.
მათივე ცმობით, საქართველოში ნეონაცისტური და ნაცისტური ორგანიზაციები თავიანთ იდეის პროპაგანდას სოციალური ქსელების საშუალებით უწევენ, ისინი საინფორმაციო საშუალებებით შეურაცხყოფას აყენებენ რუსეთსა და რუს ხალხს. გარდა ამისა საქართველოში აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკები, მაგალითად, ე.წ. წმინდა „გიორგის ლენტა", რომელიც რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ მიიჩნევა.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან რადიკალურ-ნაციონალისტურ და პროფაშისტურ დაჯგუფებას წარმოადგენს „ქართული ძალა". ისინი პროპაგანდირებენ ნაციონალისტურ იდეებს, 2016 წელს კი გაჩნდა „ნაციონალურ- სოციალისტური მოძრაობა - საქართველოს ეროვნული ერთობა", რომელიც ასევე პროპაგანდას უწევს ნაციზმს და ფაშიზმს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაამატა, რომ საქართველოში კიდევ არსებობენ სხვა ჯგუფები, რომლებიც ავრცელებენ სხვადასხვა რადიკალურ შეხედულებებს, მაგრამ ისინი შენიღბულები არიან საფეხბურთო გუნდების თბილისი „დინამოსა" და ქუთაისის „ტორპედოს" ფანკლუბებად
.ანტისემიტიზმს ქადაგებენ ასეთი დაჯგუფებები როგორებიც არიან „ბერგმანი", „ედელვაისი" და „წითელი აბი".