ელზა პაპოშვილი
07.05.2019

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით „რეზონანსი“ მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი სახის საუბარი მას თავის ძმიშვილთან არ ჰქონია და ეს ფაბრიკაციაა. მისი განცხადებით, მან საერთოდ არ იცის სად ცხოვრობს გოგაშვილი და სად არის მამამისი დაკრძალული. 

მაჩალიკაშვილი დაკავებას არ ელოდება და ამბობს, რომ თუ ეს სურთ, მაშინ ამდენი ხანია რუსთაველზე კარავში იმყოფება და დააკავებდნენ. მაჩალიკაშვილი საკუთარი ნებით დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. 

„მსგავსი სახის საუბარი ჩემს ძმიშვილთან არ მქონია და ეს ყველაფერი მხოლოდ ფაბრიკაციაა. ესაა დამონტაჟებული ტექსტი და სრული აბსურდია. წარმოდგენა არ მაქვს სად ცხოვრობს გოგაშვილი და სად არის მამამისი დაკრძალული. 

„არ ველოდები, რომ დამაკავებენ. თუ უნდოდათ, ამდენი ხანი დამიჭერდნენ. დაკითხვაზე საკუთარი ნებით არ მივალ, ერთი და იგივეს ლაპარაკი მომბეზრდა“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×