
დავით ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში როენა, იგივე “მამიდას” დაკავებას ასე ეხმაურება:
”ტერორიზმის ბრალდებით კაცი ქუჩაშია და როენა დააკავეს ბოზობისთვის.
სასწაული გვჭირს… “ "მამიდას" საქმის დეტალებზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც აღნიშნულია, რომ ხუცურაულთან ერთად დაკავებულია მისი სასტუმროს მოიჯარე და კიდევ ერთი სასტუმროს, “გოლდის” მფლობელი. გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე