რეზონანსი
08.05.2019

 (რეზონანსი) ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ერთჯერადად გასცემს ფულად დახმარებას 600 ლარის ოდენობით საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანისთვის, ხოლო, ომში დაღუპლთა ოჯახის 209 წევრისთვის- 300 ლარს. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ოჯახის წევრის ერთჯერადი დახმარება გაიცემა მხოლოდ ომში დაღუპული პირის მეუღლეზე ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის ფულადი დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო, დედაქალაქში კი აღნიშნულ დახმარებას თბილისის მერია გასცემს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×