რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) ეს იქნება ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ტელემიმართვა - ამბობს ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მასობრივი არეულობითა და შესაძლო დამხობით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ თბილისში გაეროს ეგიდით აღლუმი ჩატარდება.

უცნობია, კონკრეტულად რა აღლუმი იმართება გაეროს ეგიდით, თუმცა თავად ბიზნესმენი ირწმუნება, რომ ეს იქნება გარყვნილების აღლუმი.

„აშშ-ს საელჩომ გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს გაეროს ეგიდით ჩასატარებელ გარყვნილების აღლუმს თბილისში, რომელსაც ხელისუფლებაც უჭერს მხარს. მინდა მივმართო მათ, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გაბედოთ ამის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ მასობრივ არეულობას, რომელიც შესაძლოა თქვენი ხელისუფლების დამხობით დასრულდეს და ამაზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ", - აცხადებს ლევან ვასაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×