რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) „თუ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, ამ კარვებში შემოვალთ ჩვენ და არ გავჩერდებით", - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის" დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

„თუ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, დაიწყება დიდი საპროტესტო აქციები. ეს ხელისუფლება ჭაობში იძირება და ძირავს ქვეყანას. თუ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, ამ კარვებში შემოვალთ ჩვენ და არ გავჩერდებით. ამ ამბავს გაიგებს ყველა, მოვიყვანთ უცხოურ მედიასაშუალებებს, შევხდებით ელჩებს და აუცილებლად აღდგება სამართლიანობა, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი, მიხეილ რამიშვილი და ირაკლი ღლონტი ამ წუთებში მალხაზ მაჩალიკაშვილთან მართავენ კონსულტაციებს.

შეხვედრის დაწყებამდე, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მზად არიან მაჩალიკაშვილს იურიდიული დახმარებაც კი გაუწიონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×