რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) ბათუმში, ბრამანაწლავის ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი 29 წლის გოგონას, მელანო ფუტკარაძის საფლავზე ნახეს თუთიყუში, რომელიც გოგონას მშობლების განუყრელ მეგობრად იქცა.

"არ ვიცი როგორ მოვყვე ის რაც ესე რაღაცნაირად იდუმალი ამოუცნობი და აუხსნელი გასაოცარი მოვლენა... მოკლედ აღდგომის ირიჟრაჟზე დედას სიზმრად გამოეცხადა გარდაცვილი ქალიშივილი მელანია და უთხრა დედას რომ თუ დროულად მოახერხებდა საფლვზე ასვლას ის იქ დახვდებოდა და თან ისიც უთხრა რომ ამ კაბის ფერებში იქნებოდა რაც თუთიყუშის უკან ფონზეა ეს გარდაცვილი მელანიას კაბაა...ასეც მოიქცა დედა... უკანმოუხედავად გავარდა საფლავზე და აი ის სასწაულიც დახვდა ეს ულამაზესი არსება და გამოყვა სახლში" -წერს მელანოს ნათესავი.

21 მარტს ბათუმში 29 წლის მელანო ფუტკარაძე ბრმანაწლავის ოპერაციის შემდგომ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ახლგაზრდა გოგონას გარდაცვალებაში რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×