რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) ქუთაისელმა მედიკოსებმა 72 წლის კაცი გადაარჩინეს, რომელსაც ბოთლის საცობი გადაეყლაპა.

კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, ტარიელ კუხიანიძის თქმით, 72 წლის მამაკაცს, რომელსაც პირის ღრუში ბოთლის თავსახური ჰქონდა გადაცდენილი, საავადმყოფოში შეყვანისას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.

„72 წლის მამაკაცი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. მამაკაცს გადატანილი აქვს ინსულტი. წყლიან ბოთლზე პირით საცობის მოხდა სცადა, რა დროსაც წყლის ნაკადთან ერთად, პირის ღრუში ბოთლის თავსახური მოხვდა. ჩატარდა გადაუდებელი ტრაქეოტომია, აღდგა სასუნთქი გზების გამავლობა და ხორხიდან ამოვიღეთ თავსახური. პაციენტი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და გაწერილია ბინაზე,"- ამბობს ტარიელ კუხიანიძე.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×