რეზონანსი
09.05.2019

 ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის დარგის სპეციალისტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა და საგანგაშო არაფერია.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. არც ერთი ფუნდამენტური მაჩვენებლის ცვლილება არ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს გაუფასურებასთან. ეკონომიკა იზრდება. მარტში ძალიან მაღალი ტემპი გვქონდა - 6 პროცენტი, ექსპორტიც მატულობს. შესაბამისად, საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება“, - აღნიშნა თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×