რეზონანსი
10.05.2019

 ხაშურში 60 წლამდე ქალი მოკლეს. იგი გარდაცვლილი საკუთარ ბინაში შვილმა ნახა. ქალს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

მეზობლები მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად ოჯახურ კონფლიქტს ასახელებენ. მათი თქმით, სახლიდან ხშირად ისმოდა ხმაურის ხმა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ქალი სახლში რძალთან და კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა. დანაშაულიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ მამაკაცმა ჩაიდინა. მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს. ადგილობრივები არც იმას გამორიცხავენ, რომ მამაკაცი დანაშაულის ჩადენის დროს ნასვამი ყოფილიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×