რეზონანსი
10.05.2019

 "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს უჩივის. კუბლაშვილის გარდა, ელისო კილაძეს გენერალურ პროკურატრაში სარჩელი შეაქვს ნინო ჯღარკავას, ირაკლი ზაქარეიშვილის და თამარ იარაჯულის წინააღმდეგ. კილაძეს საჩივარი ცრუ დასმენაზე შეაქვს:

"სამწუხაროდ,მოცემულობა არის შემდეგი : სახელმწიფო მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის მომზადებას ედავება. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ მე ვაქეზებდი მაჩალიკაშვილს გოგაშვილზე, ვპირდებოდი უსაფრთხოებას, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მარიტა კუბლაშვილი ადასტურებს მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტს.

რაკი ეს არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაბრალება, 14:00 საჩივარი შემაქვს გენერალურ პროკურატურაში მარიტა კუბლაშვილის, ნინო ჯღარკავას, ირაკლი ზაქარეიშვილის და თამარ იარაჯულის წინააღმდეგ!

მზად ვარ გამოძიებას წარვუდგინო ჩემი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სრული მიმოწერა. ვაზუსტებ - საჩივარი შემაქვს ცრუ დასმენაზე და არა ცილისწამებაზე,როგორც ამას გუშინ ავრცელებდნენ გოგაშვილის აგენტ-პროვოკატორები!" - წერს კილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×