რეზონანსი
10.05.2019

 (რეზონანსი) საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობის ფარგლებში აუცილებელია მოქმედება სამ გამოწვევასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება, როგორც საქართველოს ასევე საფრანგეთის მოქალაქეებსაც. კრისტოფ კასტანერის თქმით ეს გამოწვევებია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და არაკანონიერი მიგრაცია.

„ნება მომეცით განსაკუთრებით აღვნიშნო არაკანონიერი მიგრაციის საკითხი, საქართველონ არის უსაფრთხო ქვეყანა. ჩვენ დავიწყეთ ამასთან დაკავშირებით თანამშრომლობა. თავშესაფრის მაძიებლები არის დიდი თავის ტკივილი საფრანგეთისთვის, რადგან არაა ნორმალური, რომ საქართველო პირველი იყოს თავშესაფრის მაძიებლებთა შორის. საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ამ მოთხოვნას არანაირად არ ამართლებს. საქართველოში ომი არაა.“- განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.

 ჟურნალისტის კითხვაზე რამ შეიძლება აიძულოს საფრანგეთი რომ უვიზო მიმოსვლას გადახედოს, კრისტოფ კასტნერმა განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან თანამშრომლობა მიმდინარეობს:

„შეჩერებაზე არ მისაუბრია, რადგან თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ ეს შესაძლებლობა სავარაუდოდ არსებობს,“- განაცხადა კასტნერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×