თამარ შუკვანი
10.05.2019

 „ელისო კილაძე, ძვირად დაგიჯდება ჩემთან ომი! ტყუილებისთვის მოგიწევს პასუხის გაცემა! ასევე - პასუხისმგებლობა," - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის ბრალდებების საპასუხოდ.

მისი განცხადებით, ზოგიერთი ადამიანი მოქმედებს ვიწრო სუბიექტურ ჩარჩოებში, სარგებლობს კავკასიელ მთიელთა ჯერ კიდევ მოქმედი სისხლის აღების, ადათის წესის მანიპულირებით, იყენებს მაჩალიკაშვილის ემოციურ მდგომარეობას და განზრახ, ფარულად აქეზებს მას შურისძიებისკენ.

მისივე თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილთან მანიპულირებენ თემით - თუ ვინ ხელმძღვანელობდა უშუალოდ სპეცოპერაციას დუისში და ვინ განახორციელა სროლა. კუბლაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია და ფარულად აქეზებს მალხაზ მაჩალიკაშვილს, იგი პოტენციური დამნაშავეა.

„ვითხოვ, შეწყვიტოს საუბარი ჩემზე ჟურნალისტმა ელისო კილაძემ, იგი ავრცელებს ინფორმაციას ჩემს არასანდოობის შესახებ და ეწევა აგიტაციას, თითქოს მე ვარ სუს-ის აგენტი! შეწყვიტეთ ხალხის დაშინება, დაშანტაჟება და ამ ტონით ვისზეც გაგიხარდებათ დეზონფორმაციის გავრცელება. მე არ გაპატიებთ ჩემზე მძიმე და საზიზღარი ბრალდებების გავრცელებას და ნება იბოძეთ და წარმოადგინეთ მტკიცებულებები! კლიენტი მენდობა მე თუ არა, ეს ჩემი კლიენტის გადასაწყვეტია და არა თქვენი,"- წერს კუბლაშვილი ფეისბუქში.

ამის გამო "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს უჩივის. კუბლაშვილის გარდა, მას გენერალურ პროკურატრაში სარჩელი შეაქვს ნინო ჯღარკავას, ირაკლი ზაქარეიშვილის და თამარ იარაჯულის წინააღმდეგ. კილაძეს საჩივარი ცრუ დასმენაზეც შეაქვს:

ელისო კილაძემ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატს სუს-ის აგენტიც კი უწოდა.

„არ მინდოდა პოლემიკაში შესვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ მიწევს, - მარიტა კუბლაშვილი, დიახ, არის ქოცი და დიახ, არის სუსის აგენტი,მეტიც ის არის ქართული მარშის ადვოკატი და უჩივის რუსთავი 2-ს. სისტემატურად დადის მოსკოვში! ის მუდმივად უარს ამბობს ვახას დაკითხვაზე სასამართლოში, გამუდმებით იცავს ირაკლი ზაქარეიშვილს და არ აძლევს სხვა ადვოკატებს საქმეში ჩართვის საშუალებას!

„სანამ საჯაროდ გამოვფენდი ამ თემას,ხუთი თვის უკან პირადში მაქვს მიწერილი! ნეტა, როგორ ხდება რომ მაჩალიკაშვილების ადვოკატობის პარალელურად მარგოშვილის ადვოკატი იყო და საქმეში კიდევ ერთი კოლეგის ჩართვის მერე მარგოშვილმა ის ჩამოიცილა? არ ვაპირებ მისი ხსენება შევწყვიტო !! დიდი სკანდალი ელოდება წინ-ზვიადაურს მოკითხვა!"- წერს კილაძე.

შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვის გადადება ხვალისთვის ითხოვა, ამის მიზეზად კი მარიამ კუბლაშვილმა სხვა სასამართლო პროცესი დაასახელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×