თამთა ჩაჩანიძე
10.05.2019

 თბილისში პოპულარული სასტუმრო "მამიდას" მფლობელი როენა ხუცურაული სასამართლომ პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლა. მან წარდგენილი ბრალი აღიარა და მოსამართლის გადაწყვეტილებით იგი 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა.

ჯერ კიდევ გუშინ როინა ხუცურაული ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ აპირებდა სასტუმრო ქველმოქმედების დანიშნულებით გადაეკეთებინა. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მის მიმართ და ასევე, სასტუმროს მეიჯარე ზ.ქ.-ის მიმართ აღკვეთის ღინისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

"სამი თვის წინ ვაპირებდი ზ.ქ.-სთან ხელშეკრულების შეწყვეტას. ქირა ვერ მოჰქონდა და ამიტომ მინდოდა შემეწყვიტა. მითხრა, მეწილეები მყავს და ქირას მოგიტანო, კიდევ შანსი მივეცი. დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, "კათარზისი" მინდოდა გამეკეთებინა", - განაცხადა ხუცურაულმა.

ბრალდებულების ადვოკატებმა პროცესის სრულად დახურვის შუამდგომლობით მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილს მიმართეს. მათი განმარტებით, ბრალდებულების ინტერესებიდან და საქმიდან გამომდინარე, სხდომა უნდა დახურულიყო. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

ადვოკატების შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დაკავებულებს ბრალი სსკ-ის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ფულად ჯარიმას, ან 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×