რეზონანსი
10.05.2019

 თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოავარიისას მოპედი მიკროავტობუსს შეეჯახა. მოპედს არასრულწლოვანი მართავდა, რომელიც შემთხვევის შედეგად დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ტრავმები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×