ექიმმა-დიეტოლოგმა ქეთევან ასათიანი გაზაფხულზე სწორის კვების რაციონსს და ბალანსზე საუბრობს. მან რჩევები მისცა მათ, ვისაც წონის პრობლემა აქვს ან ზაფხულისთვის რამდენიმე კილოს დაკლებას აპირებს:
"გაზაფხულზე ხშირია საერთო სისუსტე, მოთენთილობა, ძილიანობა, ალერგია. შეიძლება იყოს ცრემლდენა, ცოტა შეშუპებული სახე, გუნება-განწყობა მეტ-ნაკლებად მოიკოჭლებს – რა ვქნათ ასეთ დროს? პირველი ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დავიტვირთოთ პოლივიტამინებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. ვიტამინით არა პრეპარატის სახით, არამედ იმ ხილისა და პროდუქტიდან, რაც შეიძლება იყოს საგაზაფხულო რაციონში. თუკი ზამთარი იყო კლორიულობით საკმაოდ დატვირთული, ბევრი ცხიმი, ბევრი ხორცი, გაზაფხულის კვება უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი. სულ უფრო მეტად უნდა ჭარბობდეს ჩვენს რაციონში ხილი, ბოსტნეული.
პირველი პრინციპი არის რაციონალური, დაბალანსებული კვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, ვიტამინი, მიკრო, მაკრო ელემენტი დოზირებულად, არ დაგვავიწყდეს წყალი. წყალთან ერთად შეიძლება იყოს კენკრის ნახარში, გამწმენდი ეფექტი აქვს კოჭასა და ლიმონს. შეიძლება იყოს მსუბუქი განტვირთვის დღეებიც, მაგრამ წონას ვიკლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივირთმევთ ცოტ-ცოტას და დღეში რამდენიმეჯერ. ხშირად გვსმენია ადამიანებისაგან, რომ წყალს ვერ სვამენ. თუკი გავიგემრიელებთ ამას სწორად და ჯანსაღად, მე ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია.
საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომ ჩვენ გვაქვს პერიოდი სადილამდე. 11-12 საათზე შესაძლებელია მივირთვათ რძის პროდუქტი ან ხილი, მაწონი. ეს არ საჭიროებს ჩვენგან დიდ ძალისხმევას. ეს უკვე არის ხემსი საუზმესა და სადილს შორის. იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ვისადილოთ სრულფასოვნად, რა თქმა უნდა, ყოველთვის სასურველია, ეს იყოს წვნიანი, რაც ხშირად არასასურველ ემოციებს აღძრავს ხოლმე იმიტომ, რომ სპეციფიური მისართმევია. ეს არ უნდა იყოს ხორცის ნახარში, ბულიონი, არამედ თუნდაც მჟაუნას სუპი.
მათ, ვისაც აქვთ ინდივიდუალური აუტანლობა წვნიანისადმი, მივირთვათ ბოსტნეული ცოცხალი სახით. პროდუქტს კალორიულობას ამატებს ჩვენ მიერ მომზადების წესის არცოდნა ან არასწორი მომზადება. პროდუქტი იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება მომზადებული, კალორიას თავის თავში მოიცავს, მაგრამ თუ ჩვენ დავამატებთ კარაქს, დიდი რაოდენობით ცხიმს, რა თქმა უნდა, ის კალორიები გაორმაგდება. ორთქლზე მომზადებული, გრილზე მომზადებული, ღუმელში გამომცხვარი, ფოლგაში შეფუთული საკმაოდ კარგ საგემოვნო თვისებებს ინარჩუნებს.
ვახშამი უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი. დაძინებამდე არაუგვიანეს სამი საათისა. შეგვიძლია მივირთვათ წიწიბურა. აქაც გააჩნია ულუფის დოზას, რამდენს მივირთმევთ. თუკი ვერ მივირთვით თევზი სადილის დროს, შეგვიძლია წიწიბურა თევზთან ერთად მივირთვათ. გაზაფხულისთვის სასარგებლო სალათია კომბოსტო და სტაფილო, რომელიც C ვიტამინის უბადლო წყაროა.
რაც უფრო დღე მატულობს, ძილის ხანგრძლივობა მცირდება, სულ არის წახემსების სურვილი. შეგვიძლია მივირთვათ შავი შოკოლადი და თუ ის სიამოვნებას არ მოგგვრით, იყოს რძიანიც, მაგრამ დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღოთ და არა საღამოს", - განაცხადა "იმედის" ეთერში ქეთევან ასათიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე