რეზონანსი
11.05.2019

 

 (რეზონანსი) პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეს გამორიცხავს. მისივე განმარტებით, საუბრებები იმაზე, რომ შესაძლოა, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, საფუძველს მოკლებულია. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ,,როცა ჩვენ ვსაუბრობთ ვიზალიბერალიზაციაზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე, ეს არ გახლავთ ვინმეს მონაპოვარი, ეს გახლავთ ქართული სახელმწიფოს მონაპოვარი და ჩვენ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ამას და საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა იყოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამსჭვალული. ეს პროცესი მიმდინარეობს. საუბრები იმაზე, რომ შეჩერდეს, არის საფუძველს მოკლებული“, - თქვა მამუკა ბახტაძემ

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×