რეზონანსი
11.05.2019

ჰონგ-კონგის პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე დეპუტატი დაშავდა. ერთი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

კანონმდებლები ერთმანეთს ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემაში ეცილებოდნენ, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში, შემდეგ კი ჩხუბში გადაიზარდა.

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კანონმდებლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ახალი კანონის განხილვისას მოხდა. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილების სასამართლო პროცესი ჰონგ-კონგის ნაცვლად ჩინეთში უნდა გაიმართოს. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეჭვმიტანილების ჩინეთში ექსტრადირება ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის საფრთხის შემცველია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×