(რეზონანსი) ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ნასრათ რაიმის თქმით, ყოფილი ჟურნალისტი, მენა მანგალი დღეს ტყვიით მოკლეს ქაბულში, მერვე რაიონში.
მაღაზიის მფლობელმა, რომელიც შეესწრო მკვლელობას თქვა, რომ როცა მანგალი მანქანას ელოდა, ორი პირი მოვიდა მოტოციკლებით, ჯერ ჰაერში ისროლეს ხალხის გასაფანტად და შემდეგ მანგალს თავში ესროლეს ორჯერ.
მოკლული ავღანეთის პარალმენტის ქვედა პალატის კულტურის სფეროში მრჩეველი იყო.
მანგალი ათ წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა კერძო ტელეარხ არიანაში, ასევე ტელესადგურ ტოლოს არხ ლამარში, რომელიც პაშტუს ენაზე მაუწყებლობს და კერძო ეროვნულ ტელმაუწყებელ, შამშადში. მას ჰქონდა საკუთარი სოციალური მედია საიტი, რომელზეც იმართებოდა დისკუსია ქალთა და გოგონათა უფლებების გარშემო.