დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევთავაზოთ, რამდენიმე საინტერესო მასალა "ოქონის ხატიის" ისტორიიდან, რომლის გადაცემასაც დღეს ე.წ. სამხერთ ოსეთის ხელისუფლება ითხოვს.
ქართველ ისტორიკოსთა აზრით, ეს ქმნილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა და აქ სადაო არაფერია. მათი განცხადებით, "ოქონის ტრიპტიქონი" რომელიც ბიზანტიის ხელოვნების ნიმუშად ითვლება, საქართველოს ისტორიაში მე-12 საუკუნიდან არის ცნობილი და თავის წარმოშობის სათავეს ბიზანტიის ქალაქ ოკონიდან იღებს და სწორედ ამიტომ ეწოდა ეს სახელი.
შემდეგ არაბთა დამპყრობლებით შეშფოთბულ ხატის მცველებს, სიწმინდე კონსტანტინეპოლში გადაუბრძანებიათ. საქართველოში "ოქონის ტრიპტიკონი" ბაგრატ მეოთხის ბიზანტიელმა მეუღლემ დედოფალმა ელენემ მზითვად ჩამოიტანა.
სხვა ხატებთან და ძვირფასეულთან ერთად ხატისთვის თან გამოუყოლებიათ მისივე მცველი დეკანოზი ფილიმონი, რომელიც ამავე დროს იყო დედოფლის მოძღვარი. ვახტანგ მეექვსის მიერ გაცემულ სიგელ-გურჯში, აღნიშნულია, რომ ხატი ბაგრატ მეოთხის დროს "იყო მეფის სასახლის ეკლესიის შინა, დიდის პატივით ქალაქს ტფილისს. ისანსა"; ვახტანგ მეექვის მიერ გაცემულ კიდედ ერთ გურჯში, რომელიც მარი ბროსეს უნახავს, "ოქონის ხატი" ინახებოდა გორის პატარა ეკლესიაში. მის აზრს იზიარებდა მეცნიერი დიმიტრი ბაქრაძეც.
არის კიდევ ერთი ვერსია, რომ ბაგრატ მეოთხემ "ოქონის ხატისთვის" სპეციალური ტაძარი ააგო, რომელიც მიწისძვრისგან დაინგრა. ტაძარი არ აღდგენილა, მის ადგილზე მომცრო ზომის ეკლესია ააშენეს.
ქმნილება წორედ ამ ეკლესიაში აღმოაჩინა მკლევარმა გრაფინია უვაროვამ მე-19 საუკუნეში, 30 ძვირფასი ქვით შემკული. სამმაგ ხატზე, რომელიც, მე- 10 საუკუნით თარიღდება, მასზე ხატმწერს მაცხოვარი და წმინდანები გამოსახავს.
ხატის სიმაღლე 20 სმ-ია, სპილოს ძვალზე გრავირების მეთოდით შესრულებული მარგალიტებით, ოქროთი და ვერცხლით შემკობილი.
1905 წელს ცნობილმა ფოტოგრაფმა დიმიტრი ერმაკოვმა "ოქონის ხატი" ფოტოზე აღბეჭდა.
დიმიტრი ერმაკოვი, ხშირად ასრულებდა "მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების" და მისი თავმჯდომარის გრაფინია უვაროვას დავალებებს ისტორიული, არქოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების და იქ დასვენებული საეკლესიო ნივთების ფოტოგადაღებას.
ერმაკოვის მიერ უვაროვასადმი გაგზავნილ წერილებში, რომელიც 1892-1911 წლებით თარიღდება და შესრულებულია დიმიტრი ერმაკოვის სატიტულო ფურცელზე. ვგებულობთ, რომ დიმიტრი ერმაკოვმა "ოქონის ხატი"-ის ფოტო გადაიღო თბილისში.
ეს რელიქვია 1724 წელს მეფე ვახტანგ მეექვსეს რუსეთში ემიგრაციის დროს წაუღია და სხვა საგანძურთან ერთად 1889 წელს უკან დაბრუნდა საქართველოში, ვახტანგ მეექვსის შვილთაშვილის ანა ტოლსტაიას მეშვეობით და ბინა დაუდვია მცხეთაში სამთავროს ქალთა მონასტერში.
სიწმინდეს კიდევ რამდენიმე გზის შეუცვალეს ადგილი. საბოლოოდ კი 1925 წლიდან ცხინვალის მუზეუმში ინახებოდა. 1991 წელს ხატი ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა.
2001 წელს ეს ქმნილება კრისტის აუქიონზე იქნა აღმოჩენილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეს, ვინმე ოლეგ ზემლიანიკოვს გასაყიდად გაუტანია. ხატი 2 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. 2004 წელს ხატი საქართველოში ჩამოიტანეს და დღეს თბილისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.