რეზონანსი
11.05.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით,  მახათას მთაზე მდებარე ეკლესიის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით,  12 მაისს, დილის 07:00 საათიდან, მახათას მთისკენ საავტომობილო მოძრაობა  შეიზღუდება და იქნება ცალმხრივად “წრიული” შემდეგი მიმართულებით:

ყველა სახის ამსვლელი ტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ  ვაზისუბნის 2-მ/კ რაიონის მხრიდან, მახათის აღმართის გავლით, ხუდადოვის და  ცაიშის ქუჩების მიმართულებით. ასევე ტრანსპორტს შეეძლება ცალმხრივად მხოლოდ ამსვლელი მიმართულებით 

იმოძრაონ შემდეგი ქუჩებით: ავლაბრის მოედანი, გუმბრის ქუჩა, საინგილოს  ქუჩა, ნიაბის ქუჩის გავლით მახათის მთაზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: მეტროსადგურ  "ვარკეთილი", ვაზისუბნის 2-მ/რ , მახათას აღმართი, ხუდადოვის ქუჩა,  თბილისის ზღვა, ჰუალინგის მიმართულებით. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან -  ავლაბრის მოედანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი 2-მ/რ , მახათას აღმართი, ცაიშის  ქუჩის გავლით, საბჭოს მოედნის მიმართულებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×