რეზონანსი
11.05.2019

 (რეზონანსი) „ბატონი ნიკოლოზ გვარამია ესოდენ გააქტიურდა და დაინტერესდა ჩემი პერსონით, ავრცელებს ათასგვარ ტყუილს და სიბინძურეს, რეალობას კი, რომელიც დარწმუნებული ვარ თავადაც მშვენივრად იცის, შეგნებულად უვლის გვერდს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ამიტომაც საჯაროდ მივმართავ ქვეყნის ჭორების მთავარ გამავრცელებელ,ბატონ ნიკოლოზს... დაჯდეს ჩემთან დებატებზე, სადაც მოესურვება, მათ შორის, „რუსთავი 2"-ზე და დაამტკიცოს ის სისულელეები, რასაც ეს ბოლო დღეებია ახმოვანებს.

მე კი, ჩემი მხრივ, შევეცდები, დავუმტკიცო ჩემი სიმართლე, მათ შორის, მტკიცებულებებით და მისხალ-მისხალ მოვუყვე მისი საყვარელი მიშიკოს და ბიძამისის რეკეტი თავისუფალი ბიზნესის წინააღმდეგ", - წერს გიორგი კაპანაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×