რეზონანსი
12.05.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ ზუგდიდის კულტურის სახლში გამართული შეხვედრის მონაწილეებს „ოცნების" მერობის კანდიდატის გიორგი(გეგა) შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მან შეხვედრის მონაწილეებს მეგრულად მამართა და ჰკითხა, რძალი ურჩევნიათ თუ შვილი?

"2016 წელს, როცა სანდრა რულოვსი იყო კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან, მან თქვა, რომ მე ვარ თქვენი რძალიო. გეგა შენგელია არის ჩვენი შვილი. რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი? ჩვენს შვილს დავუჭიროთ მხარი, გეგა შენეგლიას", - მიმართა მან დევნილებს.

კომბინატის კულტურის სახლ "ოდიშში" დევნილებს ჯანდაცვისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მაჟორიტარი დეპუტატები შეხვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×