რეზონანსი
12.05.2019

 (რეზონანსი) ექსპერტი გია აბაშიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

„ჩემი შეფასებით, „რუსთავი 2″-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარე, უკვე ახსნილია ნიკა გვარამიას "თავდასხმის" რეჟიმზე ["თავდაცვითი" როდის ჰქონდა რომ? სავარაუდოდ, მეტი უწმაწურობა და ისტერია "კუდის ამწევ" სიტუაციურ მოკავშირეებთან ერთად] გადასვლის მიზეზები. ექსპროკურორმა გვარამიამ მშვენივრად იცის, რომ ტელეკომპანიის 9%-იანი მეწილის ბრალდებები ფულის გათეთრებას [განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და შესაძლოა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ] უკავშირდება, რაც არსებული კანონმდებლობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე

თუმცა, უახლესი ისტორია ხომ გვიჩვენებს, რომ საჭიროა დიდი პოლიტხმაური, სახელმწიფოს დაშანტაჟება, ცრუ განწყობებისა და მოლოდინების შექმნა იმისათვის, რომ თავი "გაიპრავო". გავიხსენოთ ზ. ოქუაშვილი, მ.ხაზარაძე. ისიც ხომ ვიცით, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების შეცდომებისა თუ უნიათობის გამო, ზოგიერთს ეს შანტაჟი ზოგჯერ გამოსდის [დროებით მაინც]. იმასაც, ვხედავთ, რომ მ. მაჩალიკაშვილს ტერაქტის მოწყობას აბრალებენ [ჯერ კიდევ დაუდგენელია ავთენტურობა] და არ აკავებენ.

მოკლედ, ველოდოთ კაკაფონიას "თავდასხმით" რეჟიმში, ნ.გვარამია & Co-გან. თუ მისი უტყუარი ბრალეულობა დადასტურდა, ვეღარ გამოუვა "ზელენსკობა" ქართულ პოლიტიკაში. საკითხავია ისიც, თუ როდემდე გაგრძელდება სახელმწიფოს ეს თუ არა, სხვა დაშანტაჟების მცდელობები" - წერს გია აბაშიძე ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×