რეზონანსი
12.05.2019

 სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წინ დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

„შორს ზუგდიდიდან იდიოტკა“, „ანაკლია თუ მაიამი“, „სანდრა ფლორიდის გუბერნატორად“, „არც ერთი ბინა დევნილებს, მიშას ვილა ფლორიდაში“ - ამ ტრანსფარანტებით ზუგდიდში აქცია გაიმართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ სურთ სანდრა რულოვვს დაუსვან კითხვები, თუმცა მერობის კანდიდატი მათთან არ მიდის და მხოლოდ გარკვეულ სეგმენტს ხვდება.

აქციის მონაწილეებს სანდრა რულოვსიის საარჩევნო შტაბში უპასუხეს. მათი თქმით, სანდრა რულოვსი წინასაარჩევნო პერიოდში არაერთ დევნილს შეხვდა და შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.

რეპორტიორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×