რეზონანსი
13.05.2019

 ასტროლოგი სოფია ბზეკალავა, ადამინის პირადი რუკის შესახებ სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს ავრცელებს:

"პროგნოზების კეთება, ალბათ, ყველა ასტროლოგის პრაქტიკაში აქტუალური და ხშირად სტრესული ფაქტორია. რეალურად კარგი და ცუდი პროგნოზები არ არსებობს და ადამიანი, რომელიც ასტროლოგთან მხოლოდ იმის გასაგებად მიდის, რაც მას აწყობს და სურს, აპრიორი არ არის მზად იმუშაოს საკუთარ თავზე, მეტიც - უნდა რომ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა ნებისმიერ სხვა, მესამე პირს გადააბაროს. ასტროლოგიური პროგნოზი არ არის პანაცეა. ჩვენი მომავალი ჩვენივე გადადგმული ნაბიჯების, ფიქრების, აზრების და ქმედებების ეკვივალენტურია.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, თუკი გააზრებულად დგამთ ნეგატიურ ნაბიჯებს და არაფერს აკეთებთ საიმისოდ, რომ თქვენში ზრდასრული და დამოუკიდებელი პიროვნება გაიზარდოს, ვერც ასტროლოგი, ვერც მკითხავი და ვერც ჯადოქარი ვერ შეცვლის თქვენს ცხოვრებას იმიტომ, რომ სამყარო მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვია. შესაბამისად ჭინჭრის დამთესავი, ვერასოდეს მოიმკის სურნევლოვანი ვარდების მოსავალს. მთავარი აქ ის არის, რამდენად ხართ მზად პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ ცხოვრებაზე და აშენოთ ის მომავალი, რომელიც დარწმუნებული ხართ, რომ დაიმსახურეთ. დაიმსახურეთ იმიტომ, რომ ნებისმიერი ჩვენგანი მზეა დაბადებიდან და ზოდიაქოს ნიშანი, რომლითაც დაიბადეთ უკვე გაძლევთ შესაძლებლობების საოცრად დიდ სპექტრს, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი გიყვარდეთ ჯანსაღად, ანათოთ, გასცეთ და მიიღოთ კონკრეტულ სფეროში პოზიტივი, სიკეთე და წარმატების საკმარისი დოზა", - წერს ბზეკალავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×