(რეზონანსი) სპაიდერმენის ფორმაში გამოწყობილი 4 წლის ბიჭი, რომელიც მე-8 სართულიდან გადახტა, იაშვილის კლინიკაში რეანიმაციიდან რესპირატორულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც იაშვილის კლინიკაში განაცხადეს, ბავშვი კლინიკაში ტრავმული დაზიანებებით შეიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ გლდანში მოხდა. ბიჭმა სავარაუდოდ საყვარელი გმირი განასახიერა და მე-8 სართულიდან გადახტა.
ადგილზე მისულ სასწრაფოს ბავშვმა თავად უთხრა საკუთარი სახელი და გვარი.
მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია.
როგორც შსს-ში განაცხადეს, გლდანში მცირეწლოვანი ბავშვის სიმაღლიდან ვარდნის შესახებ პოლიციაში შეტყობინება რამდენიმე დღის წინ შემოვიდა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ ბავშვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია. ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ მცირეწლოვანი პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.
(პრაიმტაიმი)