რეზონანსი
14.05.2019

 სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე პროკურატურას მოუწოდებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილისა და აჰმედ ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხოს, ის ასევე მოუწოდებს სამართალდამცველ უწყებას, რომ დაკითხონ ის ადამიანები, რომლებიც  ჩატაევის საქართველოში შემოყვანას მას აბრალებენ.

სოსო გოგაშვილის თქმით, მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშ არის, რადგან ცალკეულმა ადამიანებმა შესაძლოა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ არსებული მდგომარეობა და რომელიმე მათგანს რამე დაუშავონ, რაც ან ერთ, ან მეორე მხარეს დაბრალდება.

“რისკის ქვეშ არის ჩემი და მალხაზ მაჩალიკაშვილის (ვახას) სიცოცხლეც. მე შურისმაძიებელი არ ვარ და არ ვაპირებ კანონის იქით გადავიდე, მაგრამ, მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში ვინ იქნება ეჭვმიტანილი? – გოგაშვილი და სახელმწიფო, ან პირიქით, მე რომ რამე დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ის იქნება ეჭვმიტანილი, რაც ქვეყანაში გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას და დაძაბულობას, ამიტომ მოვუწოდებ ძალოვნებს, რომ ამას დიდი ყურადღება მიაქციონ და მაქსიმალური ყურადღებით იყვნენ ჩემი და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ” – განაცხადა სოსო გოგაშვილმა "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×