რეზონანსი
14.05.2019

 (რეზონანსი) განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგი გადაწყვეტს სკოლა დატოვოს ის სახელმწიფოსგან ერთჯერადად 8200 ლარს მიიღებს.

ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისიც განმარტა, რომ ღვაწლმოსილ პედაგოგებს პენსიაზე გასვლისა და კუთვნილი 8200-ლარიანი კომპენსაციის მიღების შემდეგაც რჩებათ უფლება, რომ სკოლის საჭიროების მიხედვით ხელშეკრულებით ისევ დასაქმდნენ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვითაც განათლების სფეროს დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს უნდა გაუტოლდეს.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×