რეზონანსი
15.05.2019

 (რეზონანსი) ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლეს მანანა არჩვაძემ გააკეთა.

"ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას. ზვიად გამსახურდია, რომელმაც სიცოცხლე შესწირა, ყველაფერი გაიღო საქართველოსთვის... საქართველოში ჩამოვიდა, პირველი მისი ნაბიჯები იყო სამეგრელოში ვინაიდან იცოდა რა მოელოდა სამეგრელოს და არაფრით არ დაუშვებდა.

მტერმა ყველა ღონე იხმარა, მოღალატეებმა, მე მოღალატეებს მერე ჩამოგითვლით, ახლა არ შევეხები მათ და მათ კატეგორიულად უნდა მივმართო და გავაფრთხილო, რომ დღეიდან დატოვონ სამეგრელოს ტერიტორია. გაძევებულ იქნენ ესენი", - განაცხადა მანანა არჩვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×