რეზონანსი
16.05.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავარია მოხდა. ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა. ამის შესახებ სააგენტო „კვირა" ფოტოს და ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი გადაყვანილია საავადმყოფოში. 6 მოზარდს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×