რეზონანსი
16.05.2019

 სოფელ კახათში, ავარიისას დაშავებულები მოსწავლეები, ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან, მათ ბოლო ზარი ჰქონდათ. ავარიის დეტალებზე თვითმხილველი საუბრობს და აცხადებს, რომ მანქანას ცეცხლი ეკიდა.

"როდესაც შევხედე, მანქანა ჰაერში მიფრინავდა, გადატრიალდა, ცეცხლი წაეკიდა ჩვენ წყალი მოვიტანეთ და ჩავაქრეთ ცეცხლი " - აცხადებს თვითმხილველი.

ექიმის თქმით, საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული რვა ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

"ერთი მოსწავლე გადაყვანილია რეანიმაციაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ერთი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მძიმეა მისი მდგომარეობა. კვლევები შედეგად დადასტურდა ჰემატომა და ფილტვების დაჟეჟილობა, მეორე პაციენტი კი მუცლის ღრუს დაზიანებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. დანარჩების მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ კვლევები", - აცხადებს "ნიუპოსტთან" ემერჯენსის განყოფილების უფროსი მაია ესებუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×