"ევროვიზიის" კონკურსზე, რომელიც გუშინ ისრაელში დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს, ჩვენს ქვეყანას მომღერალი ოთო ნემსაძე წარადგენდა, რომელიც ფინალში ვერ გადავიდა, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია. ოთოს ნამღერზე ხმამაღლა დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები თამარ ივერმა, ნიკა გვარამიამ, ბაკურ სვანიძემ და სხვებმა. სამაგიეროდ, მას გამოექომაგა მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რომელიც "ევროვიზიაზე" 2010 წელს წარსდგა და კონკურსის ფინალშიც მოხვდა (ის მეეცხრე ადგილზე გავიდა):
"სიმღერა შეიძლება არ მოგწონდეს, არც კონცეფცია, თავის დადგმიანად, ან მოგწონდეს, მაგრამ ოთო ძლიერი მომღერალია და ის, რომ კარგად შეასრულა და ემოცია დადო, ეს უნდა ითქვას. მერე რა, რომ ფინალში ვერ მოხვდა? ევროვიზიის ისტორიაში ბევრი ძლიერი მომღერალი მახსოვს, ასევე საკმაოდ კარგი სიმღერებითაც და ვერ გასულან ფინალში, ან პირიქით, თუნდაც დღეს, ყველა სიმღერა, რომელიც გავიდა, იმსახურებდა ათეულს? ჩემი აზრით, არა", - დაწერა ნიჟარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე