რეზონანსი
17.05.2019

 17 მაისს ლგბტ თემის აქცია არ იქნება.  "თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტები შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საჯარო დემონსტრაციების ნაცვლად ამ დღის აღნიშვნას დედაქალაქში საინფორმაციო პოსტერების გამოფენით გეგმავდნენ, თუმცა მათი ინიციატივა ვერ განხორციელდება.

სარეკლამო კომპანიამ ვანდალიზმის საფრთხის გამო ორგანიზაციას თანამშრომლობაზე უარი უთხრა. აქტივისტები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, რის გამოც მანიფესტაციების გამართვას ერიდებიან.

"კომპანია "ალმაში", რომელიც ფაქტობრივად მონოპოლისტია ამ ბაზარზე გვითხრეს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მომატებულია ვანდალიზმის საფრთხე, ვერ მიიღებენ აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობას. კომპანია "ალმას" მხრიდან ჩვენი აზრით დისკრიმინაციულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი და ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს და დავიცვათ ჩვენი ინტერესები", - განაცხადა "თანასწორობის მოძრაობის" წევრმა ლევან ბერიანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×