რეზონანსი
17.05.2019

 ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც 15 წელია ემიგრაციაშია და აშშ-მ პოლიტდევნილის სტატუსიც კი მიანიჭა, საქართველოში დაბრუნდა:

"თხუთმეტი წლის შემდეგ პირველად მოგესალმებით თბილისიდან.  დიდი მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ჩემი ოცნების აღსრულებაში", - წერს ბასილია სოციალურ ქსელში.

თემურ ბასილია სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×