რეზონანსი
17.05.2019

 სოციალურ ქსელში ძალიან აქტიური ლევან ადეიშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"ზვიადისტების ნაწილის მიშისტობას 4 მიზეზი აქვს:

1) ესაა მასა, რომელსაც შინაგანი მოთხოვნა აქვს ვინმეს გაკერპების, რადგან დიადი პიროვნების ჩრდილში ადვილია საკუთარი მონური და უსახური ბუნების დამალვა-ვუალირება;

2) ესაა მასა, რომელსაც მოწონს ვოლუნტარისტული მიდგომები! სიმკაცრე და წესრიგი. ეს მოთხოვნები კარგად ეწნება პირველ მიზეზს და ასეთ პიროვნებებისათვის დამახასიათებელ ინფანტილურობასთან ერთად მამის ხატებაშიც ჯდება;

3) კერპი რეალიზებას უკეთებს იმ ქცევის მოდელებს, რასაც საკუთარი გაუბედაობის, სხვა კომპლექსების თუ შეუმდგარობის გამო თვითონ ვერ ახორციელებენ.

4) ესაა რუსეთის ბრმა ირაციონალურობაში გადასული სიძულვილი, რაც ამ სიძულვილის მკვებავი ახალი

კერპისადმი კიდე უფრო ბრმა მიკერძოებაში გადადის. საერთო მტრის ხატი თვალს უბრმავებს იმაზე რომ ჩემი მტრის მტერი სინამდვილეში სასარგებლო იდიოტია ჩემი მტრის!

ამ დროს ზვიადი რომ ცოცხალი იყოს მიშას გვერდით არ იდგებოდა... არც ქოცების! ამიტომ ზვიადის მომხრეები არც ყოფილან რეალურად ისევე როგორც გაქოცებული ზვიადისტები!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×