რეზონანსი
17.05.2019

 ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის სულხან ორჟონიას თქმით, ორი ბავშვი რეანიმაციაშია და განაგრძობს მკურნალობას, ოთხი ქირურგიულ განყოფილებაში, ხოლო ერთი გუშინ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვნეს.

16 მაისს საღამოს, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და ისინი ბოლო ზარს ზეიმობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×