მწერალი მერაბ შათირიშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრხელებს:
"ახლა ვნახე ემიგრანტებთან მიშა სააკაშვილის შეხვედრა და „მიშა, მიშა, მიშაააა!..“ როგორ სკანდირებდნენ, ფუჰ, რა სიბნელეა?.. მე, ბიჭობაში, არაფერი დამიშავებია და უსამართლოდ ჯვარს მაცვეს... ამ „მიშამ“ კიდევ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედანაც უვნებლად გაისტუმრეს და ახლა: „მიდი, რა გენაღვლება, კიდევ შეიწირე, შენ გენაცვალეო“... აგულიანებენ ემიგრანტები... ღმერთმა იმ დღეს მომკლას, ასეთი რამ საქართველოში კვლავ განმეორდეს.... რა კულტომანიობაა, რა უბედურება გჭირთ, ხალხო, ევროპაში წადით და იქაც ვერაფერი ისწავლეთ? კი, ბატონო, ვისაც გსურთ, შეხვდით და ისაუბრეთ, თქვენი დამოკიდებულება გამოხატეთ, მაგრამ, რა არის ეს: „გრიშა, გრიშა, გრიშააა!..“ შეიძლება ჩვეულებრივ მოკვდავს ტრიუმფალური ყიჟინა მოუწყო? მიშა რა, ალექსანდრე მაკედონელია, თუ - პომპეუსი, ან იულიუს კეისარი, თუ - დავით აღმაშენებელია? მოკლედ, ერთი „სანტიმეტრითაც“ არ გაიზარდეთ... საქართველოში ასეთი მლიქვნელური, ბრბოს აღტყინებულობა ნამდვილად აღარასოდეს უნდა განმეორდეს, ღმერთმა ნუ ქნას!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე