რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას ძმა, დათა გაბუნია დაქორწინდა. დათა გაბუნიას მეუღლე ჟურნალისტი ნია ტყეშელაშვილია.

ისევე როგორც გიორგი, დათაც და ნიაც „რუსთავი 2"-ის თანამშრომლები არიან. ნია ჟურნალისტია, ხოლო დათა ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობს.

დათა გაბუნიას და ნია ტყეშელაშვილის სიყვარულის ისტორია 6 წელს ითვლის, ერთმანეთი წყვილმა „რუსთავი 2"-ში გაიცნო.

მათი ხელისმოწერის აღსანიშნავი ფოტოები, სოციალურ ქსელში, გიორგი გაბუნიამ გამოაქვეყნა.

„როგორც იქნა", - დაწერა გიორგიმ გაბუნიამ ფოტოების გამოქვეყნებისას. როგორც ნია ტყეშელაშვილმა და დათა გაბუნიამ ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში აღნიშნეს, ისინი ქორწილის გადახდას არ აპირებდნენ და სურდათ, მათი დაქორწინება ხმაურის გარეშე მომხდარიყო, რაც ასე მოხდა კიდეც.

რეიტინგი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×