რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე მიწა ჩამოიშალა. ადგილობრივების განცხადებით, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ მშენებლობას და საძირკვლის გამოღების სამუშაოებს ერთმანეთის მომიჯნავედ ორი კომპანია აწარმოებს.

როგორც მერიაში ამბობენ, ადგილზე გუშინვე იმყოფებოდა მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

„დაევალათ გამაგრების პროექტის და დამატებითი დასკვნების წარმოდგენა. კომპანია დაჯარიმდა, სამუშაოები შეჩერებულია", - განმარტეს მერიაში.

კომპანია „ანკოს" განმარტებით, ადგილზე შესაბამისი სამსახური თავად გამოიძახეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

ჯიქიას ქუჩაზე 5-სართულიანი სახლი შენდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×