რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე ხმაური მოჰყვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომ განსახილველ დღის წესრიგში ჩასმულიყო გადასატანი ყუთების საკითხი.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები განმარტავენ, გადასატანი ყუთების სიებში ჩასმული არიან მოქალაქეები, რომლებსაც გადაადგილება შეუძლიათ და ცესკო-ს ეს სერვისი არ სჭირდებათ. ამ საკითხის განხილვას კომისიამ მხარი არ დაუჭირა.

საოლქო საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×