ია აბულაშვილი
17.05.2019

 „არანაირი იდეა, არანაირი კონსულტაციები ამ თემაზე არ ყოფილა. ეს არის სიცრუე და ამის შესახებ პირადად მე მხოლოდ პრესიდან გავიგე“, - ასე ეხმაიანება პარლამენტარი ზაზა ხუციშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაოაბზე, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პოლიტიკაში მიდის და ახალ პარტიას ქმნის, ხოლო თანამოაზრეები და მისი  პარტიის წევრები შეიძლება  გახდნენ პარლამენტარები კობა ნარჩემაშვილი, ბიძინა გეგიძე, ზაზა ხუციშვილი, შოთა შალელაშვლი და სხვები.

პარლამენტში გამოსვლისას გიორგი ქობულამ განცხადა, რომ იგი საქართველში რჩება და საქმიანობას აგრძელებს. პოლიტიკაში მოსვლა არ გამოურიცხავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ იქნებიან მისი მოკავშირეები და ვისთან ექნება ამ საკითხზე თანხვედრა.

„ეს არის სიცრუე. არანაირი იდეა, კონსულტაციები ან საუბრები ამ თემაზე არ ყოფილა. პირადად მე ამის შესახებ პრესიდან გავიგე, რომ გიორგი კვირიკაშვილი ახალ პარტიას ქმნის და ვაპირებთ შესვლას რამდენიმე დეპუტატი. მე  არც  პარტია „ოცნების“ წევრი გახლავართ, მაჟორიტარად ვიყარე კენჭი და არც მომავალში ვაპირებ, რომელიმე პარტიაში  გაწევრიანებას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზაზა ხუციშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×