რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) ტყიბულში, საავადმყოფოში 16 მოსწავლეა გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც ტყიბულის კლინიკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, კლინიკაში ტყიბულის N1 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე დაუდგენელი ალერგიის დიაგნოზით მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმე არაა.

„მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარება უტარდებათ, რის შემდეგაც არასრულწლოვნები კლინიკიდან გაეწერებიან", - აცხადებენ კლინიკაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×