ია აბულაშვილი
17.05.2019

 „თუ რამე სამინისტრო არსებობს, თუ ვინმე წარმოშობით ზესტაფონელია, ყველა ქალაქშია ჩამოსული და მობილიზებული არიან. რაღაც კონცერტებს მართავენ. მოკლედ, მთელი რესურსია ჩართული; მაგრამ არ მგონია, რომ ყველაფერი პირველ ტურში დამთავრდეს, მეორე ტური აუცილებლად გაიმართება“, - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოს ზესტაფონში „თავისუფალი საქართველოს“ მერობის კადიდატი გოგი წულაია.

„ის, რაც ზუგდიდში ხდება, ზესტაფონში ნამდვილად ასეთი დაძაბულობა არ არის, თუმცა აქაც ცუდი წინასაარჩევნო გარემოა. თუკი რამე სამინისტრო არსებობს, თუ ვინმე წარმოშობით ზესტაფონელია, ყველა ქალაქშია ჩამოსული და მობილიზებულები არიან. რაღაც კონცერტებსაც მართავენ.

„გითხრათ სიმართლე, არც დავინტერესებულვარ, რადგან მაგათ ვერაფერი გაათეთრებს, რა სარეცხი  საშუალებითაც არ უნდა გაიხეხონ;  რასაც აკეთებდნენ აქმადე, დღესაც იმას აგრძელებენ, არის დაშინების და მოსყიდვის ფაქტები.

„ჩემი პროგნოზით, მეორე ტური გარდაუვალია არა მარტო ზესტაფონში, არამედ ყველგან, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება, რადგან ვერცერი პოლიტიკური პარტიის მერობის კანდიდატი,  გინდა „ოცნება“ იყოს გინდა „ნაციონალები“ 50% პლიუს 1-ს ვერავინ ვერ აიღებს. ამიტომ ყველაგან მეორე ტურები გაიმართება. 

მეც გავალ მეორე ტურში. ტრაბახში თუ არ ჩამომართმევთ, ამ ქალაქში ბავშვიდან დაწყებული ყველა მიცნობს და მათ მხარდაჭერას ვგრძნობ. არ  ვამბობ, რომ ყველა, ვინც მიცინის, ხმას მე მომცემს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ქალაქში „ოცნების“ კანდიდატსა და ჩემს ცნობადობას შორის განსხავება როგორც ცა და დედამიწა ისეა. 

„ნაციონალები“, რაც არ უნდა არ მომწონდეს, ძალიან მობილიზებული არიან, პარტიაც  შეინარჩუნეს და ამომრჩეველიც, ძალიან მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავთ. „ოცნებას“ რაც ჭირს, ყველა ხედავს ნელ-ნელა როგორ ინგრევა... კიდევ რაღაც წამომცდება და არ მინდა.

„რაც შეეხება არჩევნების დღეს, 19 მაისს, დღევანდელი გადასახედიდან არ ჩანს, რომ ზესტაფონში რაიმე განსაკუთრებული მოხდეს და სიტუაცია უკიდურესად დაიძაბოს. იქნება პატარ-პატარა ექსცესები, ჩხუბები. ავტომატებს ხომ არ დავახლით ერთმანეთს, ყველა ზესტაფონელები ვართ, ერმანეთის ნათესვები, ბიძაშვილები. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე ხომ უნდა დამთავრდეს ეს გაუთავებელი დაპირისპირება...“ - განაცხადა „რეზონანსთან“ გოგი წულაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×