„ვფიქრობ, რომ შუალედური არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდება და დიდი ალბათობით, ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში გაიმარჯვებენ, არა მხოლოდ ზუგდიდში და მთაწმინდაზე, არამედ ყველა რაიონში, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება“, - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე შუალედური არჩევნების მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.
„პროგნოზი ძალიან არაკეთილსაიმედო საქმეა და ამიტომ თავს შევიკავებდი, თუმცა ახლაც ზუგდიდში ვარ და კარდაკარ დავდივარ, ერთი მცხოვრებიც ვერ ვნახე, რომელი პოლიტიკური ძალის მომხრეც არ უნდა იყოს, რომ გეგა შენგელიაზე ცუდი ეთქვას.
„ძალიან კარგი კანდიდატები წარვადგინეთ ყველა რაიონში და დიდი ალბათობით ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში გაიმარჯვებენ, არა მხოლოდ ზუგდიდში და მთაწმინდაზე, არამედ ყველა ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება. ვფიქრობ, რომ შუალედური არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდება, დანარჩენი ჩვენი ამომრჩევლის გადასაწყვეტია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ აკაკი ზოიძემ.