რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. 15-მა მაღაროელმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო. ისინი მოთხოვნების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

„დავიწყეთ უვადო შიმშილობა. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ დაკამყოფილდება მოთხოვნები. მაინც უკიდირეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ და ვიშიმშილებთ, ვიდრე ხელფასები არ გაიზრდება"-განაცხადა არჩილ ჭუმბურიძემ.

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის" მმართველობას შორის შეთანხმება ვერ შედგა. გაფიცული მაღაროელების თქმით, ადმინისტრაცია ამ ეტაპზე არც ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

მაღაროელები მეორე დღეა გაფიცულები არიან. დღეს მათთან ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ჩავიდნენ, მხარდაჭერა გამოუცხადეს და თქვეს, რომ პროტესტი სამართლიანია და მაღაროელები ღირსეულ სამუშაო პირობებს იმსახურებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×