რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) „გორმედის" სტაციონარში მოთავსებული 52 წლის კაცი გუშინ კლინიკის შენობის სახურავზე ავიდა და იქიდან სეისმომედეგობის კონსტრუქციის სივრცეში ჩავარდა.

პაციენტის ამოყვანა სამაშველო სამსახურმა შესაბამისი აღჭურვილობის დახმარებით მოახერხა.

როგორც მან თქვა, სახურავიდან დედა ეძახდა და მის სანახავად ავიდა.

კაცი მრავლობით დაზიანებებით კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ქალა ტვინის მძიმე ღია ტრავმები აღენიშნებოდა, ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×