რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) "რუსთავი 2 უკვე წინასწარმეტყველების გამოქვეყნებაზე გადავიდა" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით გააკეთა.

„2020 წელთან დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევები არ ტარდება ხოლმე. ეს არის არა სოციოლოგიური კვლევა, არამედ წინასწარმეტყველება და უკვე წინასწარმეტყველების გამოქვეყნებაზე არიან გადასული რუსთავი 2. ბოლო ორი დღის განმავლობაში არ შეიძლება საერთოდ სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამოქვეყნება, კანონიც დაარღვიეს და ესეც არ აინტერესებთ. ისინი ყოველთვის აცხადებენ ხოლმე კვლევის შედეგებს და ბოლოს არჩევნების მეორე დღეს სხედან ხოლმე გაფითრებული საკუთარ ეთერში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×