რეზონანსი
17.05.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოქალაქეთა ჯგუფი სანდრა რულოვსს დაუპირისპირდა.მერობის კანდიდატი დევნილებთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივიდა. შეკრებილების ნაწილმა სანდრა რულოვსისთვის კითხვების დასმა მოითხოვა, რასაც რულოვსის მხარდამჭერების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.რულოვსის მხარდამჭერებმა საპირისპიროდ განწყობილ მოქალაქეებს სუს-ის პროვოკატორები უწოდეს და შეხვედრის ჩაშლაში დაადანაშაულეს.

ადგილზე ვითარება დაიძაბა და პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. საბოლოოდ დევნილებთან დაგეგმილი შეხვედრა მალევე დასრულდა და რულოვსმა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ტერიტორია დატოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×